ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს

ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა.
„ომის შემდეგ, როდესაც ის დასრულდება, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ „ჰამასი“ ღაზას ვეღარ გააკონტროლებს. ისრაელი მას სამხედრო გაგებით გააკონტროლებს, მაგრამ არა სამოქალაქო თვალსაზრისით“, - განაცხადა გალანტმა.
იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, როდესაც ისრაელის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, სამხედრო მოქმედების თავისუფლების მაგალითია.
„ეს უმაღლეს დონეზე სამხედრო მოქმედების თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ ტერიტორიას სამოქალაქო თვალსაზრისით არ ვაკონტროლებთ. ამის მიღწევა ღაზაშიც შეიძლება და ამას დრო დასჭირდება“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.