ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით

ომი არ გვსურს, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განცხადა.
იოავ გალანტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს სამხედრო ბაზაზე შეხვდა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბეირუთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაური, ფუად შუქრი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.