ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი რაფაჰში ოპერაციის დაწყებას გვაიძულებს

მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი რაფაჰში ოპერაციის დაწყებას გვაიძულებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენი საყვარელი ადამიანების დაბრუნების მცდელობები ახლაც გრძელდება. ჩვენ მზად ვართ ომის მიზნებს მივაღწიოთ, მაგრამ მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი გვაიძულებს, რომ რაფაჰში ოპერაცია დავიწყოთ“, - განაცხადა იოავ გალანტმა და დასძინა:
"რაფაჰის ოპერაციის დაწყების შემდეგაც კი, მძევლების დაბრუნების ყველა მცდელობა გაგრძელდება“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.