პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ

ღაზას არასდროს დავტოვებთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ. მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ახალი დასახლებების მოწყობას გეგმავს.
„ჩვენ ამას შესაფერის დროს გავაკეთებთ. ჩრდილოეთ ღაზაში ევაკუირებული დასახლებების ადგილას ახალმოსახლეების ჯგუფებს დავასახლებთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.