ისრაელის თავდაცვის მინისტრი – თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან თავის არიდებას პასუხი მოჰყვება

თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, მაშინ ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოთხი ცხედრის დაბრუნების შესახებ „ჰამასის“ მიერ გაკეთებული განცხადება, მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან განზრახ თავის არიდებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს.
ღაზაში 28 მძევლის ცხედარი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას