ისრაელის თავდაცვის მინისტრი – აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს

აიათოლა ალი ხამენეის ვაფრთხილებ, გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს (აიათოლა ალი ხამენეი), რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება არ გააგრძელოს. კარგი იქნება, თუ გაიხსენებს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის (სადამ ჰუსეინი) ბედს, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანში სამიზნე ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს.
„მოვუწოდებ თეირანის მოსახლეობას, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მითითებების შესაბამისად ტერიტორიები დატოვონ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო