პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვა - ღაზაში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

ღაზაში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მეჩეთზე, რომელსაც პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“, ოპერაციულ შტაბად იყენებდა. ჯარების სამიზნეს „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა და საბრძოლო მასალის საცავები წარმოადგენდა.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ხან-იუნისის რაიონში 50-ზე მეტი სამიზნე საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.
შეგახსენებთ, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განახლდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.