ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამხედროთა რაოდენობას ამცირებს სამხრეთ ღაზაში

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთიდან გაიყვანა სამხედროთა ნაწილი, ადგილზე დატოვა ერთი ბრიგადა - აცხადებს ისრაელის არმიის პრესმდივანი 7 აპრილს, ექვსი თვის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელმა ღაზაში ომი დაიწყო.
არმია თავის რაოდენობას ღაზაში წლის დასაწყისიდან ამცირებს, რათა რეზერვისტები გაათავისუფლოს - მისი მოკავშირის, ვაშინგტონის ზეწოლის ფონზე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ისრაელის არმიას არ დაუკონკრეტებია სამხედროთა გაყვანის მიზეზები, ან რა რაოდენობის ჯარისკაცები იქნებიან ღაზიდან გაყვანილნი.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა ისრაელზე აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" თავდასხმამ 7 ოქტომბერს, რომლის დროსაც მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 250-მდე პირი.
ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებულ საპასუხო ომს ამ დროისთვის ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი ადამიანი - აცხადებს ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მონაცემი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რაოდენობას სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს შორის, თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ დახოცილთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.