ისრაელის არმიამ “ტაქტიკური პაუზა” გამოაცხადა, რათა გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი მძიმედ დაზარალებულ ღაზაში

16 ივნისს, ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს “ტაქტიკური პაუზა” ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი რაოდენობის მიწოდება.
არმიამ განაცხადა, რომ პაუზა – საბრძოლო იერიშის შეწყვეტა, რაფაჰის რაიონში დილის 8 საათზე დაიწყება და ძალაში იქნება საღამოს 7 საათამდე.
განცხადებით, პაუზა გაკეთდება ყოველდღე, შემდგომ ცნობამდე. სამხედროების თქმით, ამ პაუზის მიზანია, საშუალება მიეცეს ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, მიაღწიონ უახლოეს – კერემ შალომის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტამდე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს და რომელიც ღაზაში შემავალი დახმარების მთავარ გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. ის ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ მოძრაობისთვის სალაჰ-ად-დინის გზატკეცილზე, ჩრდილოეთის სამხრეთთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე, ღაზის სხვა რაიონებისთვის ტვირთის მიწოდების მიზნით.
2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა მოძრაობა ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილმა ორგანიზაციამ) ისრაელზე იერიში მიიტანა. ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა. ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ