ისრაელის ავიაკომპანი El Al-ის მოსკოვის რეისები მარტის ბოლომდე არ განახლდება

ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა უსაფრთხოების მოსაზრებით მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეჩერება 2025 წლის მარტის ბოლომდე გაახანგრძლივა.
პირველად, 26 დეკემბერს თელ-ავივიდან მოსკოვისკენ ფრენები ერთი კვირით გაუქმდა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საბოლოოდ გროზნოსთან რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის ცეცხლმა გამოიწვია.
25 დეკემბერს, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა AZAL-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. დაიღუპა 38 ადამიანი.
აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებმა Euronews-სა და Reuters-ს განუცხადეს, რომ თვითმფრინავი დაზიანდა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ გროზნოს თავზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის მოგერიებისას. თვითმფრინავი წარმართეს ყაზახეთში, აქტაუში დასაფრენად. პილოტებმა შეძლეს კასპიის ზღვის თავზე გადაფრენა, მაგრამ თვითმფრინავი დაშვების წინ მიწაზე დაეცა.
28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა და ბოდიში მოიხადა. ალიევმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს თავისი დანაშაული ავიაკატასტროფაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მოსკოვმა კი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ბაქოს და დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
აზერბაიჯანის ავიახაზებმა ავიაკატასტროფის შემდეგ ფრენა შეაჩერეს რუსეთის 10 ქალაქში . ილჰამ ალიევის თქმით, გროზნოში ფრენები, სავარაუდოდ, არ განახლდება.
შეჩერებულია ყაზახეთის Qazaq Air-ის ფრენა ასტანიდან ეკატერინბურგში. ავიაკომპანია FlyDubai-მ შეაჩერა ფრენა სოჭისა და მინერალნიე ვოდის მიმართულებით. თურქმენეთის ავიახაზებმა გააუქმა რეგულარული აშხაბად-მოსკოვის ფრენები 2025 წლის 31 იანვრამდე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ