ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელელმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ირანზე იერიში შესაძლოა, აშშ-ის გარეშე დაიწყოს - Jerusalem Post

ისრაელელმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ირანზე იერიში შესაძლოა, აშშ-ის გარეშე დაიწყოს - Jerusalem Post

გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნებმა ბოლო პერიოდში ამერიკელ კოლეგებს უთხრეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და იერუსალიმი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, თეირანის წინააღმდეგ ცალმხრივად იმოქმედოს.
წყაროების მიხედვით, ბოლო კვირებში გამართული მაღალი დონის დიალოგების მეშვეობით ისრაელმა აშშ-ს ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურების სურვილის შესახებ აცნობა.
გამოცემის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე ჩამოაყალიბეს ხამენეის რეჟიმის სარაკეტო პროგრამის დეგრადირების სამოქმედო გეგმაც, რაც მთავარ საწარმოო ობიექტებზე იერიშების მიტანასაც მოიცავს.
"ამერიკელებს ვუთხარით, რომ ირანს მარტო დავარტყამთ, თუ ისინი ბალისტიკურ რაკეტებზე დაწესებულ წითელ ხაზს გადაკვეთენ. - თქვა ერთ-ერთმა პირმა.
მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელი მოქმედების მხრივ შეზღუდული არ არის და არ მისცემს ირანს საშუალებას, აღადგინოს სტრატეგიული შეიარაღების სისტემები ისეთ დონებზე, რომ ამან ისრაელის არსებობას საფრთხე შეუქმნას.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.