ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება - ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება - ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ისლანდია გააგრძელებს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც მტკიცედ არის დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებაზე“, - აღნიშნა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, შაბათს ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. კერძოდ, 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლების შესახებ დასმულ შეკითხვას დადებითად უპასუხა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.