ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს

ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს - წინასწარმეტყველ მუჰამედის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს - მუჰამედი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მირაჯის ღამეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.