ისლამური რევოლუციის წლისთავზე, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა

11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა ირანის საელჩოს მომართვის საფუძველზე, „რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს“.
„როგორც იცით, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში. ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში“, — აცხადებენ მერიაში.
ამ გადაწყვეტილებამ კრიტიკა გამოიწვია იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ, ირანის რეჟიმმა მასობრივი რეპრესიები გაატარა საპროტესტო აქციებში მონაწილე საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
„თბილისის თავზე ირანის დროშა ფრიალებს. აიათოლების რევოლუციის 47-ე წლისთავს აღნიშნავენ. , რა დაგმართნია? — ჯერ იყო და ბერლუსკონი რა მაგარი კაციაო. ახლა ირანელი ხალხის მწამებელი, მკვლელების და დესპოტების დღესასწაულს გვაზეიმებ“, — დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.
თეირანში მაღაზიების მფლობელებისა და ბაზრის მოვაჭრეების შეკრებები და გაფიცვები 2025 წლის მიწურულს დაიწყო და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. უსაფრთხოების ძალებმა პროტესტი ძალადობრივად ჩაახშეს და ათი ათასობით ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ცნობით, დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 000-მდეა, აქედან 6 490 მომიტინგეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია