არქივი6 თებერვალი, 2026, 17:18
ისლამაბადში შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა 31 ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 31 ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 170-მდე ადამიანი.
პოლიციის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება მეჩეთის შესასვლელთან მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.