ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ისიც მესმის, რომ როდესაც ასეთ კოლექტიურ ღალატს ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე” – გიორგი გახარია ,,ოცნებაზე”

,, ისიც მესმის, რომ როდესაც ასეთ კოლექტიურ ღალატს ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე” – გიორგი გახარია ,,ოცნებაზე”

გიორგი გახარიამ რუსთაველზე, აქციის მსვლელობისას ,,ტვ პირველთან” განაცხადა:
„არჩევნების წინ ხომ ამბობდნენ, ევროპაში ღირსებით მიგიყვანთო, ცალი ფეხით კი არა, ორი ფეხით უნდა მიგიყვანოთო. ახლა გამოვიდნენ და თქვეს, ოთხი წელი დაელოდეთო, ევროპაში აღარ მივდივართო და ოთხი წლის შემდეგ უფრო სწრაფად მიგიყვანთო. სისულელეები! გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, რომ როდესაც ასეთ კოლექტიურ ღალატს ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე.
უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება, გამოხვიდე და ამ ხალხს ბოდიში მოუხადო და უთხრა, რომ შეგეშალა. არ შეიძლება, გადააყოლო ქვეყანა, შენი შვილების, ქვეყნის მომავალი, ნორმალური დემოკრატიული განვითარება და დააპირისპირო ერთმანეთს ქართველები.
თითოეული ქართველის ვალია, ბოლომდე ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, ვაიძულოთ ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და პარტნიორების ზეწოლით, იძულებული გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.