ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ისინი თავხედები არიან" - ფედელემ "ნაპოლის" ფეხბურთელები გააკრიტიკა

"ნაპოლის" გულშემატკივარმა და ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.
ფედელეს თქმით, ნეაპოლური გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი თავხედურად იქცევა, რაც კლუბის ხელმძღვანელობის არასწორი პოლიტიკითაა გამოწვეული.
"ჩემი აზრით, "ნაპოლის" ბოლოდროინდელი წაგებების დავიწყება რთული იქნება. რაც შეეხება მაცარის, ადრეც ვთქვი, ის ოჯახის ექიმივითაა, სპალეტის შემდეგ გუნდს სწორედ მისნაირი სპეციალისტი სჭირდებოდა, თუმცა "პარტენოპეის" ზოგიერთი ფეხბურთელი თავხედურად იქცევა და საკუთარ თავზე დიდი შეხედულება აქვთ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობაა, რომლებმაც არასწორი არჩევანი გააკეთეს", - განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.