ისინი ეფარებიან რადიკალურ ჯგუფებს, ეფარებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ თითქოს, ეს არის სამოქალაქო პროტესტი და არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული პროცესი

ისინი ეფარებიან რადიკალურ ჯგუფებს, ეფარებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ თითქოს, ეს არის სამოქალაქო პროტესტი და არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული პროცესი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, იყვნენ პროფესიონალები, აკეთებდნენ თავის საქმეს, ახლა აღმოჩნდა, რომ ღიად ჩაერთნენ პოლიტიკაში. ყველაზე მთავარი და საწყენია ის, რომ ისინი ეფარებიან რადიკალურ ჯგუფებს, ეფარებიან რადიკალურ ოპოზიციას, რომ თითქოს, ეს არის სამოქალაქო პროტესტი და არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული პროცესი”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა გუშინ გამართული პერფორმანსის დროს რეგიონებში თეატრის გასვლა დააანონსა.
სახელისუფლებო გუნდისთვის მსახიობების პერფორმანსი „კანვასის“ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
დავით დოიაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 12 იანვარს ულტიმატუმი დააყენა და განაცხადა, რომ თუ 20 იანვრამდე მოთხოვნა თუ არ შესრულდებოდა, პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავიდოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც