ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ისე, როგორც ეს "ლეიკერსის" თამაშებზე ხდება" - დე ლაურენტისი სერია A-ს მესვეურებს გამაოგნებელ იდეას სთავაზობს

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ჩემპიონატის მესვეურებს სერია E-ს შექმნას სთავაზობს. კინოპროდიუსერმა ამის შესახებ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მაქვს იდეა, რომ შეიქმნას სერია E, სადაც თავს იტალიის 14 გუნდი მოიყრის. რა სარგებელი ექნება ამ ჩემპიონატს?
სტადიონებზე მაყურებელთა რაოდენობა ბევრად გაიზრდება, შანსი უნდა მიეცეს ისეთ გუნდს, როგორიც "პალერმოა", რადგან ამ ქალაქში მილიონზე მეტი მაცხოვრებელია და მათი მატჩებისას ტრიბუნები მუდამ სავსეა.
მაგალითი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან უნდა ავიღოთ. შეხედეთ "ლეიკერსის" თამაშებს, თუ რამდენი ხალხი დადის მათ თამაშებზე", - განაცხადა დე
ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ში ამჟამად 20 გუნდი ასპარეზობს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.