ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ისე მომატყუეს თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი” – შორენა ბეგაშვილი გარდენიაზე

43
მსახიობი შორენა ბეგაშვილი გარდენიასა და ზურა შევარდნაძეზე პოსტს აქვეყნებს და 4 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს:
,,ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში.ადგილი მომეწონა,მაგრამ ციოდა,გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი-“ყვავილების”(შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე)ერთ კვირაში რომ მივედით -“ ის ჯავშნის ფული იყო ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო”. უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე.მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს)და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული, ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები.მივწერე მის დამხმარეს,პასუხიც არ გამცა. ისე მომატყუეს თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი. მერე ეკრანზე რომ ვხედავდი,ვფიქრობდი ,რამე ხო არ მეშლება ,მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა.იმედი მაქვს გამდიდრდა იმ ფულით”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.