“ისე ავხსნი, ყველაზე ბნელი ქოცი რომ მიხვდეს” – გოჩა მირცხულავა

განათლების რეფორმას, ყველა ქვეყანაში, განათლებული, გონიერი, ინტელექტუალი და შედეგებზე პასუხისმგებელი მთავრობა – პოლიტიკური გუნდი ატარებს. იმავე პრიზმაში თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება საქართველოში და ვის აქვს განათლების სისტემის რეფორმირების დაუოკებელი სურვილი – ერთი რამ უტყუარად დასტურდება – ესენი მათზე განათლებულს ვერავის იტანენ. არა, მხოლოდ შენობებში არ არის საქმე. შენობები სხვა თემაა. მათ განათლებული ადამიანი – მოაზროვნე ეზიზღებათ. რაც მეტი იქნება მით მეტ საფრთხეს იგრძნობენ მათგან. ამიტომაც ანგრევენ სისტემას ,გაუმჯობესების ნაცვლად. გასაგებად რომ მიხვდეს, თუნდაც ყველაზე ბნელი ქოცი, ასე ავხსნი: თენგიზ ჩანტლაძის ცნობილი სკეტჩის – ოპერის წინ სარაჯიშვილს და ბიჭებს რომ იჭერენ – ეგ ამბავია. ვინ იჭერს? ვინმე ჯამასპიშვილი, რომელიც მასზე მაღლებს ვერ იტანს და თავადაც არ იზრდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.