„ისეთი სეზონური ხილიც კი, როგორიცაა ქლიავი, ვაშლი და ატამი, გაძვირდა“
ბოლო ერთ წელიწადში სეზონური ხილი და ბოსტნეული საქართველოში 25-დან 44%-მდე გაძვირდა. ინფორმაციას EastFruit კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასები.
EastFruit-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტების ფასმა მოიმატა:
მწვანე ლობიო - ფასი წლიურად 44,2%-ით გაიზარდა;
საზამთრო - ფასი წლიურად 39%-ით გაიზარდა;
ვაშლი - ფასი წლიურად 33,8% -ით გაიზარდა;
ნიორი - ფასი წლიურად 31,8%-ით გაიზარდა;
ბადრიჯანი - ფასი წლიურად 30,5%-ით გაიზარდა;
ჭარხალი - ფასი წლიურად 29,2%-ით გაიზარდა;
მანდარინი - ფასი წლიურად 25,5%-ით გაიზარდა;
კიტრი - ფასი წლიურად 25%-ით გაიზარდა;
ატამი - ფასი წლიურად 24,5%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოს ვახტანგ მგელაძის შეფასებით, ფასების ზრდა როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებთანაა დაკავშირებული.
ვრცლად bpn.ge – ზე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.