“ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი” – მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე
“ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და “ნაცებმა” რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს. ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ, რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.