ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული – ეს მიუთითებს, რომ ისეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ, ვინც ამბობდა, რომ ომის დროს დაშვებული იქნა ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც

ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული – ეს მიუთითებს, რომ ისეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ, ვინც ამბობდა, რომ ომის დროს დაშვებული იქნა ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც
თუ რაღაც ეჭვი არსებობს, უნდა მოხდეს ადამიანის დაკავება და ბრალის წაყენება თუ არა, მოკვლევის დაწყება მაინც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას საქმის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაგვარი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ საქმე არა გონივრულ ეჭვთან, არამედ ისეთი ადამიანების მოშორების სურვილთან გვაქვს, რომლებიც 2008 წლის ომის ფატალურ და ლაჩრულ შეცდომებზე ხმამაღლა საუბრობდნენ.
“ეს უკვე თავიდან ბოლომდე იმაზე მიუთითებს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვთან კი არ არის საქმე, ალბათ იმასთან გვაქვს საქმე, რომ ამ ომის დროს დაშვებული რომ იქნა ხშირ შემთხვევაში ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ამას ვინც ათვითცნობიერებდა და ამბობდა, ასეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ. ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც – ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ” – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კომისიის წევრის, ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, ვინაიდან, როგორც გარდაცვლილი პაატა ქარდავას შვილმა აღნიშნა, “ნაცმოძრაობას” რაიმე რომ ჰქონოდა ქარდავას წინააღმდეგ, მთელ ქვეყანას ამცნობდნენ.
“ეს იყო რეჟიმი, რომელიც წარმოადგენდა დანაშაულებრივ სინდიკატს აბსოლუტურად ყველა სფეროში. სწორი ბრძანა ქალბატონმა ქრისტინემ, მათ რომ მართლა რამე ჰქონოდათ, თავისთავად, დიდი ხმაურითა და დიდი ზარ-ზეიმით ამცნობდნენ ქვეყანას, გავიხსენოთ აგერ, ფოტოგრაფების საქმე, უდანაშაულო ადამიანებს ჰქონდათ ბრალი წაყენებული,” – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
Previous: მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული