ისანში წყლის მილი გასკდა და მიწა ჩამოიშალა

ისანში რამდენიმე ოჯახი დახმარებას ითხოვს – მიზეზი წყლის მილია, რომელიც 3 დღის წინ გასკდა და მიწის მასა საავტომობილო გზამდე ჩამოიტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ქვა-ღორღი რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ ტერიტორიას ფარავს და მათ რისკის ზონაში ყოფნა უწევთ.
ადგილობრივებმა დაპირება მიიღეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები დროულად ჩატარდებოდა. თუმცა, ამ დრომდე მიწის მასა იქ რჩება. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის არც შესაბამისი სამსახურები და ტექნიკაა მობილიზებული.
ცნობისთვის, შემთხვევა 4 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ, რამდენიმე საათი საავტომობილო გზა პარალიზებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ