ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება

რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებას, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.
„რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, იმის შესახებ , რომ ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს “არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო ” . ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“,- წერს პაპუაშვილი X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.