ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ

მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ. მონაწილეები ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენას და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობას გაეცნენ. ახალგაზრდებმა, ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი ღვინის ლაბორატორია ქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი ძირითადი ფუნქცია ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.