არქივი28 მაისი, 2024, 14:37
ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა [VIDEO]
პარლამენტში, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ტრიბუნასთან მდგომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს, რომელიც სესიას უძღვება, ქართული ოცნების დეპუტატისთვის შენიშვნა არ მიუცია.
ქართული ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას დღეს აპირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.