ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირმა ზავრადაშვილი - ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო - წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დადებულ ვეტოს, „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს.
როგორც ზავრადაშვილმა „პალიტრანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი, „ამიტომ ის დაიძლევა“.
„სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად გაინტერესებთ, თვითონ წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა. რეალურად სალომე ზურაბიშვილს ვეტო საერთოდ არ უნდა დაედო. {ერთსულოვანი იქნება} ვეტოს დაძლევა.
რაც შეეხება სანქციებს, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხალხი ოჯახებით და შვილებით სწირავდა თავს და ჩვენ კანონის მიღებაზე პრობლემას რატომ შევქმნით, ეს რატომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ სასაცილოა, როდესაც კანონმდებელს რაიმე ფორმის სასჯელს უწესებ იმისთვის, რომ კანონი თავის ქვეყანაში მიიღო, რომელიც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.