ირმა გორდელაძე: გლოვის ან საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ხომ არ გაგვრიეთ არაფერში. ვერ ხართ რა, ფსკერია ეს

სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე:

არ მინდოდა ამის დაწერა, ვითრიე ფეხი, მერე ვნახე ვიღაცამ წამშალა მეგობრობიდან ჩემი პოზიციის გამო, არის ბოღმის კორიანტელი…
ახლა მომისმინეთ: აქ ბევრს გიტანთ თქვენი მენტორული ტონით, დამუნათებით და ა. შ.
ვითომ დემოკრატები, ლოიალურები, განსხვავებული აზრის მიმღებნო -ორი დღეა გაგვატარეთ ალაიაში და რის გამო? პატრიარქი მიიცვალა, ბევრს ეწყინა და გლოვობს ხოომ? რა ვიცი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ულოცავთ დღესასწაულებს, სოლიდარობას უცხადებთ გლოვის დროს, რაც ძალიან კარგია და ასეც უნდა იყოს.
ჩვენ კიდევ გლოვის ან საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ხომ არ გაგვრიეთ არაფერში.
ვერ ხართ რა, ფსკერია ეს.
რა თქვენი საქმეა და გადასაწყვეტი ვინ რას გრძნობს და განიცდის.
რა უფლებით გვასწავლით ჭკუას და ილანძღებით აქ?
რას წარმოადგენთ ასეთს?
აქვე დავურთავ სამირა ბაირამოვას პოსტს და ეგებ ამის მერე მიხვდეთ მგლოვიარე უმრავლესობა არ ამუნათოთ, რას ნიშნავს სოლიდარობა, თვისტომის გატანა და პატივისცემა.

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა:

ჩვენთან წესია, თუ ახლობელს ვკარგავთ ან მძიმე ტრაგედია ხდება, სახლში ბაირამს ან დაბადების დღეს არ აღვნიშნავთ. მე მახსოვს, ბავშვობაში ტელევიზორსაც კი არ ვრთავდით.
ხვალ-ზეგ ყველაზე ძვირფასი რამადანია, 21-ში ეროვნული ნოვრუზ ბაირამია. თემი არაფერს დაკარგავს, თუ ამ დღესასწაულებს არ აღნიშნავს სრულიად გასაგები მიზეზის გამო. პირიქით ზეიმი იქნებოდა სირცხვილია.
სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
ჩვენ გვაერთიანებს ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ერთი ენა და ერთი საზღვარი, ერთი მიწა!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ