არქივი16 დეკემბერი, 2024, 13:44
ირმა გიგანი: ვარ მიწვეული ვატიკანის ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე... მადლობა ყველას, ვინც გარეთ დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!

"მინდა საოცრად გამორჩეული და სრულიად დაუვიწყარი ამბავი გაგიზიაროთ:
18 იანვარს ვარ მიწვეული რომში, ვატიკანის (Vatican City) ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც გაიმართება Sala dei Cento Giorni-ში, იტალიის და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მარგალიტში, მოხატული გენიალური Giorgio Vazari -ს მიერ.
შევასრულებ სოლო პროგრამას, ბახის, შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებებს და ასევე კამერულ მუსიკას, (ფრანკის სონატას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის) არაჩვეულებრივ მევიოლინე Yerassyl Khamit-თან ერთად.
პ.ს.
საქართველო ევროპაა

ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ ხალხს, რომელიც ჩემთვის ნიმუშია თავისუფლების და შეუპოვრობის.
მადლობა ახალგაზრდებს და ყველას, ყველა ადამიანს ვინც გარეთ დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!" - წერს სოციალურ ქსელში პიანისტი ირმა გიგანი.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.