ირინა სარიშვილი:
ბრიფინგებზე არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების შექმნის საჯარო დაანონსება ნიშნავს იმას რომ ამიერიდან რეჟიმი პასუხისმგებლობას იხსნის მისსავე დაგეგმილ ქუჩაში წარმოქმნილ კონფლიქტებზე და შედეგებზე. თუ საჭიროა მოძალადეებს დააკავებს კიდეც და შემდეგ ტაშ-ფანდურის ფონზე გირაოთი გაანთავისუფლებს როგორც ეროვნული სიწმინდეების დამცველებს. აქეთა მხარეს კი ყოველთვის გამოჩნდებიან გრძელვადიანი მორალისტები, რომლებიც ნაცვლად სოლიდარობისა პროტესტანტების მიმართ, ისევ ამ პროტესტანტებს დაამუნათებენ და იტყვიან რომ რადიკალიზმი პროტესტს აზიანებს.
ასე ხდება როცა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა უსასრულოდ გრძელდება და ეს გველის ჩვენ ხვალიდან.
ამ რეალობის შეცვლა რამდენიმე ათას თავდადებულ ადამიანს შეუძლია, თავდადებულს და არა ტაშისმკვრელს – ტაშისმკვრელთა რაოდენობა საკმარისზე მეტი გვყავს.
უკრაინის გამარჯვებას ელოდებით? ასე თუ გაგრძელდა ამ გამარჯვებას ეს რეჟიმი ჩაიბარებს თავისი “ოპოზიციური” სატელიტებით, იცოდეთ!
გინდათ ეს ვინმეს?
მე არა!




