ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირინა გოცირიძე: ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი - ხელები შორს 104-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან

ირინა გოცირიძე: ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი - ხელები შორს 104-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან
"ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი - "ხელები შორს 104-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან."
შენობები, რომლებშიც ამ გადაწყვეტილებებს იღებთ, კომუნიკაციები, რითაც სარგებლობთ ამ განცხადებების გაკეთებისას, დენი, წყალი, გათბობა კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, გზები, რითაც მოგზაურობთ და რა ვიცი კიდევ რა, ყველაფერი გპი-ს და მერე უკვე სტუ-ს კურსდამთავრებულების შრომის, ცოდნის და ღვაწლის შედეგია.
დაფიქრდით რაზე აწიეთ ხელი. სტუ მარტო ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური შენობები არაა, რაც ერთობ მომხიბლავია ალბათ." - წერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ირინა გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მიქანაძემ ისიც დასძინა, რომ გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.