ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანში სახელმწიფო უწყებები და სკოლები დაიხურა დაბალი ტემპერატურის და საწვავი აირის დეფიციტის გამო

ირანში სახელმწიფო უწყებები და სკოლები დაიხურა დაბალი ტემპერატურის და საწვავი აირის დეფიციტის გამო

ირანის ჩრდილოეთ რეგიონებში ბოლო დღეებში ტემპერატურის მკვეთრ, მინუს -20°C-მდე დაცემას მოჰყვა შეფერხება საწვავი აირის მიწოდებაში.
ხელისუფლება იძულებული გახდა, 16 დეკემბრიდან დაეხურა სახელმწიფო ოფისები და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადაეყვანა .
გასულ კვირაში ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მოსახლეობას მოუწოდა, ბინებში ტემპერატურა ორი გრადუსით შეამცირონ და დაზოგონ ენერგია. მსგავსი მოწოდებით ინტერნეტში გამოვიდნენ სხვა პოლიტიკოსებიც.
ირანი მსოფლიოში გაზის რესურსების მეორე უდიდესი მფლობელია, მაგრამ მისი მოძველებული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ვერ აუდის საწვავზე მოთხოვნას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.