არქივი17 ივნისი, 2025, 23:54
ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ.
საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.
„ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩო მოუწოდებს ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: + 995 595 31 16 61 (WhatsApp); +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.