ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხმის უფლების მქონე 61 მილიონ მოქალაქეს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შვეულმფრენის კატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მემკვიდრე აირჩიოს.
გუშაგთა საბჭომ კენჭისყრაში მონაწილეობის ნება 80 მსურველიდან მხოლოდ ექვს კანდიდატს დართო. ორმა მათგანმა მოგვიანებით უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
ფავორიტებად ითვლებიან პრეზიდენტ აჰმადინეჟადის დროს ბირთვული მოლაპარაკებების მონაწილე საიიდ ჯალილი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი, ასევე პოლიტიკოსი, პარლამენტარი მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც რეფორმისტთა ბანაკის ერთადერთი წარმომადგენელია.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვეს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, 5 ივლისს მეორე ტური ჩატარდება.
ირანში პრეზიდენტი არ არის სახელმწიფოს მეთაური. ეს როლი აკისრია უზენაეს სასულიერო და პოლიტიკურ მეთაურს, აიათოლა ალი ხამენეის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.