ირანში რეჟიმის მიმართ კრიტიკულ რეპერს სიკვდილი მიუსაჯეს

ირანის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რეპერს, თუმაჯ სალეჰს, ადვოკატის ცნობით, 2022 წლის აქციების ტალღაში მონაწილეობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს.
“თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის ბრძანება იქნა გაცემული”. – დაწერა სალეჰის ადვოკატმა X-ზე.
სალეჰი თავდაპირველად 2022 წელს დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ირანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი არასწორად იყო გამოტანილი და რეპერი გაათავისუფლეს.
სალეჰი ხელახლა დააკავეს ვიდეოში გამოჩენის შემდგომ, რომელშიც ამბობდა, რომ 2022 წლის ოქტომბერსი დაკავების შემდეგ 252 დღის განმავლობაში აწამებდნენ და იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული.
ისპაანის სასამართლომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სალეჰი “სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში” დაადანაშაულა. რეპერს სასჯელად სიკვდილი განუსაზღვრეს.

ასევე დაგაინტერესებთ