ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი

ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი
ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო.
ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.
რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში