არქივი1 იანვარი, 2024, 13:55
ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა
ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის არმიის 94-ე საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდმა IRIS Alborz-მა ბაბ ელ-მანდების სრუტე გაიარა და წითელ ზღვაში შევიდა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანული ხომალდები რეგიონში საზღვაო სავაჭრო გზებს იცავენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში 20-ზე მეტ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.