ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს - რიში სუნაკი

ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა სუნაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.