პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა კატარში აშშ-ის საჰაერო ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლა

ირანმა კატარში აშშ-ის საჰაერო ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლა

ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, 23 ივნისს, კატარში, ალ-უდეიდის ამერიკულ საჰაერო ბაზას რაკეტებით დაესხნენ თავს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ თეირანის ბირთვულ ობიექტებს დაესხა თავს საჰაერო ძელების მეშვეობით.
ირანი შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც ამერიკულმა ბომბდამშენებმა შაბათ-კვირას ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს შეუტიეს, რითაც, ფაქტობრივად, შეუერთდნენ ისრაელის საჰაერო ომს თეირანის წინააღმდეგ.
ირანის სამხედრო ძალებმა თქვეს, რომ თავდასხმა „გამანადგურებელი და ძლიერი“ იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა, თავდასხმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო არ დაღუპულა და არც დაშავებულა.
კატარის თავდაცვის მინისტრმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩაჭრა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზისკენ მიმართული რაკეტები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ობიექტია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.