ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანიდან ისრაელის მიმართულებით 6-7 რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტებს 40 წუთის განმავლობაში ისროდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, სამხრეთ ისრაელში ელექტროსადგურთან განხორციელებულმა დარტყმამ ახლომდებარე ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა კვლავ ისმის ჩრდილოეთ ისრაელში, რადგან ირანი ბალისტიკური რაკეტების სროლას აგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.