ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა იერიში მიიტანა მისი თქმით ექსტრემისტების ობიექტებზე პაკისტანში, ისლამაბადის განცხადებით, დაღუპულია ორი ბავშვი

ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანის განცხადებით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი - რითიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ღაზის სექტორში ომს აწარმოებს.
პაკისტების განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ორი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი, პაკისტანი თავდასხმას უწოდებს მისი საჰაერო სივრცის პროვოცირების გარეშე დარღვევას.
ინფორმაციის გარშემო დაბნეულობაა, რადგან გაქრა იერიშის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობები.
პაკისტანის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა საფრთხეს უქმნის ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის - რომლებიც ერთმანეთს ეჭვით ეკიდებიან, თუმცა დიპლომატიურ კავშირებს ინარჩუნებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.