პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანმა და რუსეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ირანმა და რუსეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС და ირანული სამთავრობო მედია IRNA News ავრცელებს.
სამთავრობო მედიების ცნობით, ხელმოწერის ღონისძიება კრემლში ჩატარდა.
მედიის ცნობით, შეთანხმება ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სასოფლო მეურნეობას, ტერორიზმთან ბრძოლას, კულტურას, მეცნიერებსა და ტექნოლოგიას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.