პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი ჰორმუზის სრუტის შესახებ ტრამპის ულტიმატუმის საპასუხო მუქარას ავრცელებს

ირანი ჰორმუზის სრუტის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ულტიმატუმოს საპასუხო მუქარას ავრცელებს.
"თუ მტერი ირანის საწვავისა და ენერგეტიკული სექტორის ინფრასტრუქტურას შეუტევს, რეგიონში მდებარე აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ყველა ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ზღვის წყლის გამტკნარების ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე გახდება" - აცხადებს ირანის სამხედრო ოპერატიული სარდლობა განცხადებაში, რომელიც ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის სრულიად გასახსნელად 48-საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი ირანს ელექტროსადგურების დაბომბვით დაემუქრა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.