ირანი უცნაური ქვეყანაა დიპლომატიისთვის, იმ ადამიანსაც ვერ ელაპარაკები, ვინც ქვეყანას მართავს – ვენსი

-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან დიპლომატიის წარმოებას ის ართულებს, რომ ამერიკულ მხარეს არ შეუძლია პირდაპირ ესაუბროს ქვეყნის უზენაესი ლიდერს, აიათოლა ხამენეის, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.
„ერთი რამ, რაც ირანელების შესახებ შემიძლია ვთქვა და რაც ჩემთვის მართლაც ძალიან უცნაურია, არ მესმის მათი სისტემის და გულახდილად ვფიქრობ, რომ ეს მათთან დიპლომატიას განსაკუთრებულად ართულებს — არის ის, რომ ირანში გადაწყვეტილებებს უზენაესი ლიდერი იღებს. ჩვენი განცდით, პრეზიდენტს დიდი გავლენა არ აქვს, მას რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია.
როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრება უზენაეს ლიდერს და ის არის ძირითადად ის პირი, ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა. თუმცა, ძალიან უცნაური ქვეყანაა დიპლომატიის საწარმოებლად, როდესაც იმ ადამიანსაც კი ვერ ელაპარაკები, ვინც ქვეყანას მართავს. ეს ყველაფერს ბევრად უფრო ართულებს და მთელ სიტუაციას გაცილებით აბსურდულს ხდის.
მაგალითად, მას [დონალდ ტრამპს] შეუძლია აიღოს ყურმილი და დაურეკოს პუტინს. შეუძლია აიღოს ყურმილი და დაურეკოს სი ძინპინს. იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებთანაც ძალიან მტრული ურთიერთობა გვაქვს, ჩრდილოეთ კორეასთანაც, ის [] ამ კაცს [კიმ ჩენ ინს] 38-ე პარალელზე შეხვდა. უცნაურია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დაველაპარაკოთ ქვეყნის რეალურ ხელმძღვანელობას. ეს მართლაც ძალიან, ძალიან ართულებს დიპლომატიას“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა