ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექციას არ შეუშვებს

ირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექციას არ შეუშვებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ყველანაირი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) აკავშირებდათ, შეწყვეტილია. თეირანის განმარტებით, სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული საწარმოების ინსპექცია, რაზედაც ოფიციალური თეირანი უარს აცხადებს.
თანამშრომლობის შეწყვეტა პირდაპირ უკავშირდება სააგენტოს მმართველო საბჭოს მიერ 20 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ირანს მოსთხოვა, რომ “ზუსტი ინფორმაცია” გადაეცათ მათი გამდიდრებული ურანის მარაგისა და ბირთვული პროგრამის შესახებ. საუბარია იმ მარაგებზე, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ივნისში დაბომბეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები ირანისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. რეზოლუციას მხარი 19-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორისაა აშშ და ევროპული სახელმწიფოები.
მწვავე განხილვის საგანს წარმოადგენს აშშ-ის მიერ დაბომბილი ფორდოსა და ნათანზის საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაციაზე წვდომა IAEA-მ ივნისის შემდეგ დაკარგა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ირანის მფლობელობაში არსებული გამდიდრებული ირანის რაოდენობა. IAEA-ის დირექტორის განცხადებით, ირანულ მასალას “ძალიან ცოტა” უკლია საბრძოლო მოქმედებაში მოყვანამდე. რაფაელ გროსიმ ასევე გააჟღერა, რომ არსებული მარაგები ათამდე ბირთვული იარაღის დამზადებას თავისუფლად ეყოფა.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებს.
ოფიციალური თეირანი საერთაშორისო ინსპექციის საკუთარ ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით მტკიცე უარს აცხადებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.