ირანი ისრაელს შურისძიებით ემუქრება

ირანზე ისრაელის შესაძლო საპასუხო თავდასხმას ირანი მუქარით ხვდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ ირანზე იერიშს მიიტანს ამას ძლიერი საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
„თუ რაიმე თავდასხმა მოხდება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი პასუხი იქნება უფრო ძლიერი. ჩვენმა მტრებმა იციან, რა სახის სამიზნეებია სიონისტური რეჟიმის [ისრაელის] შიგნით ჩვენთვის ხელმისაწვდომი“,-ამბობს ირანის პირველი დიპლომატი.
ირანზე საპასუხო იერიშებს გეგმავს, თუმცა დროისა და სამიზნეების შესახებ უცნობია, არსებობდა მოლოდინი, რომ ისრაელი ირანზე შეტევას გასულ კვირას მიიტანდა, თუმცა ასე არ მოხდა. ისრაელმა საპასუხო იერიშებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა ისრაელს 200-მდე ბალისტიკური რაკეტა ესროლა, თუმცა ისრაელისა და მოკავშირეების, მათ შორის ამერიკელებისა და ბრიტანელების ერთობლივი მუშაობით იერიშის მოგერიება მოხდა. ისრაელის ირანზე თავდასხმა მედიის ნაწილმა „ჩავარდნილ“ ოპერაციად შეაფასა.
ირანის წარუმატებელ თავდასხმას წინ უსწრებდა, ისრაელის წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგადაც ისრაელმა შეძლო და მოკლა „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი. ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტს მიესალმა, ბაიდენის ადმინისტრაციაში ითქვა, რომ ამერიკა ტერორიზმთან ბრძოლაში ისრაელის გვერდით დგომას გააგრძელებს.
ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის მიმდინარე ომის ფარგლებში სულ უფრო მზარდია რისკები, რომ ომი გაფართოვდეს და რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიშა მშვილდაძე: იმ სიმდაბლეთა რეესტრში, რაც ოცნებას დაუგროვდა, ერთ-ერთი განსაკუთრებულია ხვიჩა კვარაცხელიას დასაკუთრებისა და მისი ავტორიტეტით ადამიანების ბულინგის მცდელობა – ქოცი ვინც არაა, ხვიჩას არ გულშემატკივრობთ, მარტო ქოცები ვგულშემატკივრობთ

ლევან სანიკიძე: რეზოლუციები ფარატინად არ დარჩება. რამდენიც არ უნდა იძახონ „ჩალის ფასი აქვს“… მათი მთავარი ფალავანი ვინც არის – თეა წულუკიანი გაგზავნეს, რომ რამენაირად ეშველა, თუმცა ვერ უშველა