ირანი და ახალი ბირთვული შეთანხმების საკითხზე ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანისა და -ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც ორივე მხარემ კონსტრუქციულად შეაფასა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მასკატში ომანელი შუამავლების მეშვეობით ირიბ მოლაპარაკებას გამართავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანის ბირთვული ბომბის შექმნის გზას დაბლოკავს.
„ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალ „Time“-თან ინტერვიუში, თუმცა ირანის წინააღდმდეგ კვლავ სამხედრო ქმედებებით დაიმუქრა, თუ დიპლომატიური გზა წარუმატებელი აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”