ირანი აცხადებს, რომ იერიში მიიტანა "ისრაელის ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე" ერაყში
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ თავს დაესხა "ჯაშუშურ ცენტრებს" ერაყში. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს "მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე" ქურთისტანის რეგიონში.
"სიონისტური რეჟიმის ბოლოდროინდელი სისასტიკის საპასუხოდ, რამაც გამოიწვია გვარდიისა და "წინააღმდეგობის ღერძის" მეთაურების მკვლელობა... ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოსადის ჯაშუშების ერთ-ერთი მთავარი შტაბი ბალისტიკური რაკეტებით განადგურდა", - ნათქვამია გვარდიის განცხადებაში.
სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა სირიაში "ისლამურ რესპუბლიკაში ტერორისტული ოპერაციების ჩამდენი პირების - განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამ თვის დასაწყისში, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა გენერალ სოლეიმანის მემორიალთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.